თითოეული დიასახლისი თავისებურად აწყობს სადღესასწაულო მაგიდას. ერთს მეტად მოსწონს ფერადი სუფრა, მეორეს უჯრედებიანი ან დაჩითული, ხოლო მესამე უპირატესობას ანიჭებს თეთრ სუფრას.
მაგრამ მიუხედავად ჩვენი გემოვნებისა, სადღესასწაულო მაგიდას ყველაზე მეტად უხდება თეთრი, ქათქათა, გახამებული სუფრა.
მიზანშეწონილია, სუფრის ქვეშ მაგიდას გადავაფაროთ სქელი ქსოვილი, რომელიც მას დაიცავს დაზიანებისაგან და თან ჭურჭელი არ იხმაურებს...