მთავარი » ფაილები » თევზეულის კერძები

"მაკი" სუში
2011-12-24, 3:35 PM
მასალად საჭიროა:
ბრინჯი  - 250 გრ
მარილი ზღვის  - 1/2 ჩ/კ
კიტრი  - 100 გრ
კრევეტები  - 100 გრ
ძმარი  - 70 მლ
შაქარი  - 30 გრ
ორაგული  - 100 გრ
მწვანე წყლის მცენარეები  - 5 გრ

მომზადების წესი:
იაპონიაში სუშის მომზადება მთელი ხელოვნებაა, რომელსაც წლების მანძილზე სწავლობენ.
სუშის სახეობა მრავალფეროვანია. ყველაზე პოპულარულია მაკი სუში. იაპონიაში სუშის ამ სახეობას აკეთებნ ქალები, დანარჩენებს აკეთებენ მამაკაცები.
ამ სუშის გულსართი შეიძლება იყოს სხვადასხვა: ზღვის პროდუქტები, მანგო, გოგრა, სპარჟა.
პირველ რიგში ბრინჯი კარგად უნდა გავრეცხოთ,
ისე რომ წყალი აღარ იყოს მღვრიე.
 
ამის მერე ჩავალბოთ წყალში 2 საათით.
ბრინჯი უნდა ჩავყაროთ ცივ წყალში და ავადუღოთ მაღალ ცეცხლზე. როცა ადუღდება, ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე სანამ არ იქნება მზად. (დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში) წყალი უნდა შეიწოვოს ბრინჯმა.
ცხელ ბრინჯში ჩავყაროთ მარილი, შაქარი, ჩავასხათ ბრინჯის ძმარი.
 
გულსართისთვის ავიღოთ ორაგული და დავჭრათ გძელ ნაჭრებად. კიტრიც დავჭრათ გრძელ ნაჭრებად. კრევეტები გავასუფთავოთ.
 
ბამბუკის დასაფენზე დავდოთ ნორის ფურცელი (ნორი არის მწვანე სიფრიფანა ზღვის მცენარე, რაშიც სუშია გახვეული და 40%-ს შეიცავს იოდს)
ზემოდან დავადოთ ბრინჯი 3-5 მმ სისქით. მერე დავადოთ გულსართი რიგრიგობით. მაგალითად: კიტრი ორაგულთან ერთად.
 
 
დავახვიოთ რულონის სახით ბამბუკის დასაფენის მეშვეობით.
 
როცა კარგად შეწებდება დავჭრათ ნაჭრებად.
კატეგორია: თევზეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: Sushi, მაკი სუში
ნანახია: 1565 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0