მთავარი » ფაილები » ტკბილი კერძები

ფელამუში
2011-12-15, 4:39 PM
მასალად საჭიროა:
1/2 ლ. ბადაგი
1/2 ლ. წყალი
1 ჩ.ჭ. მჭადის ფქვილი
50 გრ. ნიგოზი (სურვილისამებრ)
შაქარი გემოვნებით

ბადაგში წყალი შეურიეთ, ჩაყარეთ შაქარი გემოვნებით, შეათბეთ და გახსენით შიგ ფქვილი ისე, რომ "კურკუშელები” არ ჰქონდეს; შედგით ნელ ცეცხლზე და მუდმივი მორევით ადუღეთ.
როცა გასქელდება და ერთგვაროვანი გახდება, მერე უკვე იშვიათად ურიეთ ოღონდ ისე, რომ ფსკერზე არ მიეწვას.
მოუხარშავი ფქვილის გემო როდესაც გაქრება და ფელამუში კარგად გასქელდება, ჩაყარეთ დაჭრილი ნიგოზი, აურიეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და გადაიტანეთ ჯამებში.
უკვე კარგად გაცივებული გადმოაბრუნეთ თეფშზე, დაჭერით და გემრიელად მიირთვით.


კატეგორია: ტკბილი კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: ფელამუში
ნანახია: 1718 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0