მთავარი » ფაილები » ტკბილი კერძები |
პუდინგი იოგურტითა და ჟოლოთი
2011-10-15, 10:48 AM | |
მასალად საჭიროა: 4 ულუფა 500 გ ჟოლო 80 გ შაქარი 1 ს.კ. ჟოლოს არაყი 40 გ კარაქი 3 ს.კ. შაქრის პუდრა 1/4 ჩ.კ. ვანილი 5 კვერცხი 1 ს.კ. ლიმონის წვენი 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა 200 გ იოგურტი 2 ს.კ. პურის ფქვილი 1 ს.კ. სახამებელი 1 მწიკვი მარილი 1. ჟოლოს შეურიეთ 3 სუფრის კოვზი შაქარი, არაყი და დადგით რამდენიმე წუთი. 2. კარაქი ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად ჰაეროვანი მასის მიღებამდე. 3. კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. კვერცხის გული ნელნელა შეურიეთ ათქვეფილ კარაქს. დაუმატეთ ლიმონის წვენი, ცედრა, მარილი, იოგურტი, ფქვილი და სახამებელი. ცილა ათქვიფეთ 2 სუფრის კოვზ შაქართან ერთად და ფრთხილად შეურიეთ იოგურტიან მასას. 4. მასის ნახევარი მოათავსეთ ცხიმწასმულ პატარა ფორმებში, ზემოდან გაანაწილეთ შაქრიანი ჟოლო, შემდეგ _ მასის მეორე ნახევარი და აცხვეთ 160-1800Ѕ-ზე 35-40 წთ. | |
ნანახია: 1159 | რამოტვირთვები: 0 | |