მთავარი » ფაილები » ტკბილი კერძები |
ხაჭოს პასკა(xachos paska)
2011-12-24, 4:28 PM | |
ცომი ხაჭო -
250 გრ კარაქი
- 50 გრ შაქარი
- 2/3 ჭიქა მარილი
- 2/3 ჩ/კ კვერცხი
- 2 ცალი კვერცხის გული
- 1 ცალი ფქვილი
- ჭიქა ვანილი
- დანის წვერზე ქიშმიში
- 70 გრ საფუარი
- 25 გრ რძე -
1/4 ჭიქა მინანქარი კვერცხის ცილა
- 1 ცალი შაქრის პუდრა
- 1/3 ჭიქა ლიმონის წვენი
- 1 ჩ/კ მომზადების
წესი: ეს პასკა ჰგავს კექს , მაგრამ ისეთი ფხვიერი არ
გამოდის. ძალიან გემრიელი და არომატული პასკაა. ამ ინგრედიენტებისგან გამოდის 3 პასკა. რძე გავათბოთ, დავამატოთ 1 ჩ/კ შაქარი, 1 ს/კ
ფქვილი, საფუარი, ყველაფერი კარგად ავურიოთ. დავდგათ თბილ ადგილას,ან ცხელ წყალში
სანამ მოცულობა არ გაიზრდება. ავთქვიფოთ 2 კვერცხი და 1 კვერცხის გული
შაქართან ერთად. ხაჭო გავსრისოთ. ჩავასხათ გამდნარი კარაქი და
ათქვეფილი კვერცხი. ჩავაყაროთ მარილი და ვანილი. ყველაფერი ავურიოთ. ჩავაყაროთ ფქვილი და ავურიოთ. ჩავყაროთ
გარეცხილი და გამშრალებული ქიშმიში და შევზილოთ ცომი, ისე რომ ქიშმიში ყველგან
განაწილდეს. უნდა გამოვიდეს წებოვანი ცომი. პასკის ფორმების ძირზე ჩავაფინოთ გამოჭრილი
ქაღალდის რგოლები. გავანაწილოთ ცომი ფორმებში. ფორმები ჩავდგათ ცხელ წყალში, რომ ცომი კარგად
ამოვიდეს. როცა წყალი გაცივდება შევცვალოთ ცხელი წყლით. ცომი უნდა 2-ჯერ გაიზარდოს მოცულობაში. ღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუსზე. პასკები გადავიტანოთ ღუმელში და დავტოვოთ 10
წუთით. ღუმელი ცოტათი შევაღოთ და პასკები დავაფაროთ
ფოლგის ქაღალდით. 10 ჭუთის შემდეგ ჩავუწიოთ ტემპერატურა 180
გრადუსამდე და გამოვაცხოთ 40-50 წუთის განმავლობაში. გავაკეთოთ მინანქარი. ავთქვიფოთ კვერცხის ცილა შაქრის პუდრასთან
ერთად. სურვილისამებრ შეიძლება ლიმონის წვენის დამატება. მასა უნდა გამოვიდეს
თეთრი და წებოვანი. გამომცხვარ პასკას მაშინათვე მოვასხათ მინანქარი. | |
ნანახია: 3733 | რამოტვირთვები: 0 | |