მთავარი » ფაილები » ტკბილი კერძები

იდეალი ჰაეროვანი ბისკვიტით
2011-12-17, 1:07 PM
 მასალად საჭიროა:
ღუმელში შესადგმელი ერთი თუნუქის ფურცლის ფენისთვის საჭიროა:
6 კვერცხი;
100 გრ. შაქარი;
2 სუფრის კოვზი თაფლი;
1 ჩაის კოვზი სოდა-ძმრით (გამაფხვიერებლით შეიძლება ჩანაცვლება);
2 ჭიქა გაცრილი ფქვილი;
1 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი;
1 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი.
შენიშვნა:

5-30 ნაჭერი ნამცხვრისთვის გამოაცხვეთ 2 ფენა; 16 ნაჭრისთვის, კი -1 პორციაც საკმარისი იქნება (ანუ, 1 ფენას ორად გაჭრით და ერთმანეთზე შეაწყობთ).
კრემისთვის (მთლიანი პორციისათვის):
400 გრ. მოხარშული შესქელებული რძე (შეგიძლიათ კიდევ დაუმატოთ, მე მიყვარს ბევრი კრემით);
200 გრ კარაქი - ათქვეფილი;
100 გრ დაჭრილი და მოხალული ნიგოზი;
კაკაოს ფხვნილი.

მომზადების წესი:
ბისკვიტი:

6 კვ + 100 გრ. შაქარი =გოგლი-მოგლი;
+ 2 სუფრის კოვზი თაფლი + 1 ჩაის კოვზი სოდა-ძმრით (გამაფხვიერებლით ჩავანაცვლე) + 2 ჭიქა გაცრილი ფქვილი + კაკაო + 1 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი.
ცხვება ნელ-ცეცხლზე;

ეს არის ერთი თუნუქის ფურცლის ფენის პორცია, საჭიროა მეორე ფენაც, რომელიც პირველი ფენის შეცხობის შემდეგ მოამზადეთ, რომ ცომს "ლოდინი" არ მოუწიოს) . .

კრემი: ათქვიფეთ კარაქი და შეათქვიფეთ შესქელებული რძე;

აწყობა: ერთ ფენას გადაუსვით კრემის 1/3; მოაყარეთ ასევე ნაჭრილი ნიგოზის 1/3;

დააფარეთ მეორე ფენა და მთლიან ნამცხვარს (გვერდებიანად) გადაუსვით კრემი;

მოაყარეთ დარჩენილი ნიგოზი და კაკაოს ფხვნილი;

თუ ფირფიტებს კიდეებს ჩამოაჭრით, ისიც დაფხვენით ძალიან წვრილად და მოაყარეთ ნამცხვარს.



ადმინისტრატორის ფუნქციით ვისარგებლებ და აქვე ჩავამატებ, მე როგორ ვაკეთებ, თან ძალიან ხშირად:

ორ, 20 სმ-იან მრგვალ ფორმაში ვაცხობ და ინგრედიენტებს ვანგარიშობ 4 კვერცხზე, ნიგოზს მთლიანად 100 გრ ვუშვები, ნახევარს ვხეხავ და ცომში ვამატებ, ნახევარს კი ვჭრი და ვხალავ, კრემზე ვაყრი;

ფქვილს იმატებს დაახლოებით 5-7 სადილის კოვზს, უნდა გამოვიდეს ათქვეფილი ბეზეს სისქის მასა, ანუ, ტორტის ბისკვიტის ცომზე უფრო მძიმე, მაგრამ "არაჟნის სისქეზე" უფრო მსუბუქი და ჰაეროვანი;

ვაცხობ ორ ფორმაში ერთდროულად (ღუმელში ეტევა) და შემდეგ შუაზე ვჭრი თითეულს, 3 ფენას ერთმანეთზე ვაწყობ, 1 ფენას ვფხვნი (ვაბლენდერებ) მოსაყრელად;



კატეგორია: ტკბილი კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: იდეალი ჰაეროვანი ბისკვიტით
ნანახია: 1594 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.3/3