მთავარი » ფაილები » ტკბილი კერძები |
ბლინების ტორტი ფორთოხლით blinebis torti fortoxlit
2011-12-25, 3:59 PM | |
მასალად საჭიროა:
ცომისთვის: 1 ჭიქა ფქვილი,
2 ცალი კვერცხი,
200 გ. შაქარი,
600 მლ. რძე,
60 მლ. ზეთი.
გულსართისთვის: 1 ჭიქა ხაჭო,
0,5 ჭიქა სქელი არაჟანი,
200 მლ. 35%-იანი ნაღები,
2/3 ჭიქა შაქრის პუდრა,
10 გ. ვანილის შაქარი,
4 ცალი ფორთოხალი.
მოსართავად:
250 გ. შოკოლადი მომზადების წესი:
ცომის ინგრედიენტები შევურიოთ,
ავთქვიფოთ და მოვამზადოთ თხელი ცომი. გახურებულ ტაფაზე დავასხათ თხელ ფენებად და
გამოვაცხოთ ბლინები. ხაჭო, არაჟანი, შაქრის პუდრა და ვანილის შაქარი ავურიოთ
ერთმანეთში, ცალკე ავთქვიფოთ ნაღები და ისიც შევურიოთ ხაჭოსა და არაჟნის მასას.
გავარჩიოთ ფორთოხალი, მოვაცალოთ კანი და დავჭრათ. რამდენიმე ნაჭერი შევინახოთ
ზემოდან მოსართავად. ბლინები რომ შეგრილდება, ფენა-ფენა წავუსვათ კრემი და
დავაწყოთ ფორთოხლის ნაჭრბი. გარშემო და ზემოდან წავუსვათ 150 გ. დამდნარი
შოკოლადი, დანარჩენი გავხეხოთ და მოვაყაროთ. ტორტი მოვრთოთ ფორთოხლის ნაჭრებით.
| |
ნანახია: 2360 | რამოტვირთვები: 0 | |