მთავარი » ფაილები » სხვადასხვა

შილაფლავი
2011-10-14, 11:59 AM
მასალად საჭიროა:

500 გრ ცხვრის ხორცი,

100 გრ დუმა,

1ჩაის ჭიქა ბრინჯი,

პილპილი, ძ

ირა (ზირა),

მარილი – გემოვნებით.


ცხვრის ხორცი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად. წვრილად დავჭრათ დუმა. მოვაყაროთ მარილი და 20-30 წუთით დავტოვოთ თავდახურულ ქვაბში. ქვაბში ჩავასხათ წყალი ისე, რომ ხორცი დაიფაროს, შემოვდგათ ცეცხლზე, მოვქაფოთ და მოვხარშოთ სრულ მზადყოფნამდე. მდუღარე ბულიონში ჩავყაროთ გადარჩეული და გარეცხილი ბრინჯი და გავაგრძელოთ ხარშვა მზადყოფნამდე. ხარშვის ბოლოს დავამატოთ პილპილი და ძირა.

კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: kopala | ტეგები: shila, shilaflavi, შილა, flavi, შილაფლავი
ნანახია: 14508 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 2.4/5