მთავარი » ფაილები » სხვადასხვა |
მობრაწულა შებოლილი ლორით
2010-12-29, 1:16 PM | |
მასალად საჭიროა: მასალა საცხობი ფირფიტისთვის: 200გრ ფქვილი 50გრ ჭვავის ფქვილი მარილი 80გრ ერბო 300გრ არაჟანი 2 ს.კ. ზეთი 250გრ შებოლილი ლორი 3 თავი ხახვი პილპილი 1 ს.კ. დაჭრილი მწვანე ხახვი ცხიმი საცხობი ფირფიტისთვის ფქვილი სამუშაოდ მომზადების წესი: შეურიეთ ერთმანეთს პურის ფქვილი, ჭვავის ფქვილი და 1/2 ჩ.კ. მარილი. ერბო 1/8 ლ წყალთან ერთად წამოადუღეთ. ოდნავ გააგრილეთ, თანდათან შეურიეთ ფქვილი და სწრაფად მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. დააფარეთ და დადგით 20 წთ. ამასობაში ერთმანეთს შეურიეთ არაჟანი და ზეთი. ლორი და ხახვი დაჭერით წვრილად. არაჟნიან მასას დაუმატეთ ხახვისა და ღორის ხორცის 2/3, მარილი და პილპილი გააცხელეთ ღუმელი 200–გრადუსამდე. საცხობ ფირფიტას წაუსვით ცხიმი.ცომი ძალიან თხლად გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, ჩადეთ ფორმაში და გაუკეთეთ 1–2 სმ სიმაღლის გვერდები. ცომზე თანაბრად გაანაწილეთ არაჟნიანი მასა და ზემოდან დარჩენილი ლორი მოაყარეთ. აცხვეთ 15–20წთ. მობრაწულა დაჭერით, მოაყარეთ მწვანე ხახვი და ჯერ კიდევ თბილი მიიტანეთ სუფრასთან. | |
ნანახია: 1298 | რამოტვირთვები: 0 | |