მთავარი » ფაილები » სხვადასხვა |
მინი–პიცა
2010-12-29, 1:12 PM | |
მასალად საჭიროა: მასალა 8 მინი–პიცისთვის: 250გრ ფქვილი 1 პაკეტი მშრალი საფუარი 5 ს.კ. ზეითუნის ზეთი მარილი 1 ჩ.კ. თავშვა 370გრ დაჭრილი პამიდორი 100გრ მოხარშული და დაჭრილი შაშხი 250გრ უმარილო სულგუნი რეჰანი გემოვნებით ფქვილი სამუშაოდ პერგამენტი. მომზადების წესი: ფქვილის, საფუვრის, 3 ს.კ. ზითუნის ზეთის, 1 მწიკვი მარილისა და 70 მლ ნელთბილი წყლისგან სწრაფად მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას 30 წთ. შეურიერთ ერთმანეთს 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, თავშავა, პამიდორი, ადუღეთ შესქელებამდე და თან ურიეთ. შაშხი დაჭერით გრძელ ზოლებად, სულგუნი კი–კუბიკებად. რეჰანი გარეცხეთ და გრძლად დაჭერით. ეს ყველაფერი შეურიერთ პამიდვრიან მასას. გააცხელეთ ღუმელი 220–გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. საფუვრიანი ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე გადაზილეთ და 8 ნაწილად გაყავით. სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი და ცომის ნაჭებს ოლადების ფორმა მიეცით. კიდეები ოდნავ აამაღლეთ და წაუსვით ზეითუნის ზეთი. ცომზე გაანაწილეთ პამიდვრიანი მასა და აცხვეთ 12–15წთ. | |
ნანახია: 1194 | რამოტვირთვები: 0 | |