მთავარი » ფაილები » სხვადასხვა |
კომბოსტოს მწნილი (kombostos mwnili)
2011-12-24, 5:11 PM | |
კომბოსტო
- 2 კგ
ნიორი -
1 კბილი
მარილი
- 5 ჩ/კ
ზეთი -
100 მლ
სტაფილო
- 400 გრ
შაქარი
- 100 გრ
ძმარი -
150 მლ მომზადების წესი:
ვიწყებთ ყველაზე რთული პროცესიდან - ვჭრით
კომბოსტოს.
გავხეხოთ სტაფილო მსხვილ სახეხზე.
ქვაბში ფენებად ჩავაწყოთ კომბოსტო და სტაფილო.
შიგადაშიგ ფენებს შორის ჩავაწყოთ დაჭყლეტილი
ნიორი და ბოლოს ყველაფერი კარგად დავპრესოთ.
მოვამზადოტ მარინადი: ამისათვის 1 ლიტრ მდუღარე
წყალში ვურევთ ძმარს, ზეთს , მარილს და შაქარს.
ვურევთ სრულ გადნობამდე.
დავასხათ მარინადი კომბოსტოს ისე, რომ სრულად
დაიფაროს.
დავახუროთ თავსახური და 2 დღით დავდგათ ოთახის
ტემპერატურაზე.
ბოლოს გამზადებული კომბოსტო მოვათავსოთ ქილებში
და შევინახოთ მაცივარში.
| |
ნანახია: 4027 | რამოტვირთვები: 0 | |