მთავარი » ფაილები » პროდუქტების გადამუშავება ზამთრის მარაგის შესაქმნელად

ზეთში მოხრაკული ბადრიჯანი
2012-02-27, 1:07 PM

 მასალად საჭიროა:

ბადრიჯანი - 5 კილოგრამი
ხახვი - 1,5-2 კილოგრამი
ზეთი - 1 ლიტრი
ნიორი - 200 გრამი
ხმელი ქინძი - 3-4 ჩაის კოვზი
ზაფრანა - 3-4 ჩაის კოვზი
წიწაკა - 200 გრამი


მომზადების წესი:

ბადრიჯანი გავრეცხოთ, დავჭრათ მრგვალად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 0,5-1 საათი; გავწუროთ ისე, რომ ფორმა არ დაეკარგოს და ორივე მხრიდან შევწვათ ზეთში.
ხახვი დავარჩიოთ, დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში.
ავიღოთ ერთი ჭიქა ადუღებული ცივი წყალი, ჩავამატოთ ძმარი, ხმელი ქინძი, ზაფრანა, წიწაკა, ძმარი და წამოვადუღოთ. ეს მასალა დავასხათ შემწვარ ბადრიჯანს, დავაყოვნოთ ერთი დღე-ღამე; გავუსინჯოთ მარილი, თუ საჭიროა დავამატოთ. ჩავდოთ მინის ქილებში, დავასხათ ზემოდან ზეთი, მოვუკრათ პირი და შევინახოთ გრილ ადგილას.

კატეგორია: პროდუქტების გადამუშავება ზამთრის მარაგის შესაქმნელად | დაამატა: kopala | ტეგები: zeti, badrijani, ზეთში მოხრაკული ბადრიჯანი, ბადრიჯანი, მოხრაკული, moxrakuli, ზეთში
ნანახია: 2147 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.5/2