მთავარი » ფაილები » ფქვილის ნაწარმი

პური ყვავილის ქოთნებში(puri yvavilis qotnebshi)
2011-12-24, 4:53 PM
მასალად საჭიროა:
ფქვილი  - 250 გრ
რძე  - 200 მლ
საფუარი  - 10 გრ
შაქარი  - 1 ყავის კოვზი
მარილი  - 1 ყავის კოვზი
კარაქი  - ზემოდან წასასმელად

მომზადების წესი:
ყვავილის ქოთნებში გამოდის მშვენიერი პურის ფორმები.
აქ არის 3 პორციის ცომი.
ავიღოთ 250 გრფქვილი და გავცრათ.
 
გავათბოთ 200 მლ რძე და მის ნახევარში გავხსნათ 10 გრ საფუარი.
 
შევურიოთ დანარჩენ რძეს და დავასხათ ფქვილის შუაგულში. დავაყაროთ 1 ყავის კოვზი შაქარი და მარილი. კარგად ავზილოთ.
 
დავდგათ ცომი თბილ ადგილას, რომ ამოვიდეს.
ამასობაში გავრეცხოთ 3 ახალი ყვავილის ქოთანი.
 
როგორც კი ცომი ამოვა, 2-ჯერ გაიზრდება, გადმოვიღოთ მაგიდაზე და მოვზილოთ.
 
ქოთნებს წავუსვათ კარაქი და ძირში ჩავაფინოთ კულინარული ქაღალდი.
ცომი გავყოთ 3 ნაწილად, ჩავდოთ ქოთნებში და დავდგათ 30 წუთით , რომ ცოტა ამოვიდეს.
 
როცა ცომი ამოვა შევდგათ ქოთნები გაცხელებულ ღუმელში 220 გრადუსზე 25 წუთით.
როცა მზად იქნება წავუსვათ კარაქი და მივირთვათ.
კატეგორია: ფქვილის ნაწარმი | დაამატა: kopala | ტეგები: puri yvavilis qotnebshi, პური ყვავილის ქოთნებში
ნანახია: 1598 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0