მთავარი » ფაილები » ფქვილის ნაწარმი

პანეტონე (panetone)
2011-12-24, 4:59 PM
მასალად საჭიროა:
წყალი  - 80 მლ(თბილი)
საფუარი  - 15 გრ(მშრალი)
ფქვილი  - 650 გრ
რძე  - 120 მლ
კვერცხი  - 4 ცალი
კვერცხის გული  - 2 ცალი
შაქარი  - 130 გრ
ვანილი  - 1 ჩ/კ
კარაქი  - 170 გრ
ჩირი  - 300 გრ(გარგარი,ქიშმიში,ლეღვი,ალუბლის ცუკატები)
ლიმონის ცედრა  - 1 ცალი
ფორთოხლის ცედრა  - 1 ცალი
კვერცხის გული  - 1 ცალი (ზემოდან წასასმელად)

მომზადების წესი:
პანეტონე - ეს არის ტრადიციული იტალიური საშობაო ნამცხვარი, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენ სააღდგომო პასკას(კულიჩი).
მასში ბევრია სხვადასხვა ხილის ჩირი.
დავიწყოთ მომზადება:
საფუარის ნახევარი ჩავალბოთ წყალში და კარგად ავურიოთ სანამ არ გაიხსნება. დავამატოთ 80 გრ ფქვილი, ავურიოთ და დავდგათ თბილ ადგილას 30 წუთით.
 
ორჯერ უნდა გაიზარდოს მოცულობაში.
სანამ საფუარი ამოვა, დარჩენილი საფუარი გავხსნათ თბილ რძეში.
 
ფკვილი და კარაქი ავურიოთ ერთმანეთში ისე რომ გამოვიდეს
კვერცხი, კვერცხის გული, შაქარი და ვანილი ავთქვიფოთ მიქსერით. დავამატოთ რძეში გახსნილი საფუარი და წყალში გახსნილი საფუარი. კარგად ავურიოთ.
 
ფქვილში არეული კარაქი და ათქვეფილი სითხე ავურიოთ ერთმანეთში. მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი.
 
დავამატოთ ხილის ჩირი, ცუკატები, ლიმონის და ფორთოხლის ცედრა.
 
ერთმანეთში ავურიოთ ყველაფერი, გადავდოთ კარაქით წასმულ ჯამში დავახუროთ თავსახური და დავდგათ თბილ ადგილას. დაახლოებით 1-2 საათით, ცომი უნდა გაიზარდოს მოცულობაში 2-ჯერ.
ამოსული ცომი გავყოთ 3 ნაწილად და ჩავდოთ ფორმებში. ფორმებს წინასწარ წავუსვათ კარაქი და დავაყაროთ ფქვილი. დავდგათ ლანგარზე (ჟაროვნა)და დაველოდოთ სანამ ცომი ისევ ამოვა. დაახლოებით 1-2 საათი.
ცომს ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული და შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე. ვაცხობთ 10 წუთი. შემდეგ ჩავწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსზე და ვაცხობთ კიდე 30 წუთი.
კატეგორია: ფქვილის ნაწარმი | დაამატა: kopala | ტეგები: panetone, პანეტონე
ნანახია: 2128 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0