მთავარი » ფაილები » ფქვილის ნაწარმი

ელარჯი(elarji)
2011-12-24, 2:13 PM
მასალად საჭიროა:
სიმინდი  - 1 ჭიქა (მსხვილად დაფქვილი)
სიმინდის ფქვილი  - 4 /
სულგუნი  - 600-700 გრ
წყალი  - 4 ჭიქა
 

მომზადების წესი:
თუნუქის ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ მსხვილად დაფქვილი სიმინდი და როგორც კი ადუღდება დაუკლოთ ცეცხლს. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე სანამ კარგად არ მოიხარშება. შემდეგ დავამატოთ სიმინდის ფქვილი და ჩქარ-ჩქარა ავურიოთ, რომ არ მიიწვას.
გავაგრძელოთ ხარშვა და ვურიოთ სანამ კარგად არ გასქელდება, უმი ფქვილის გემო არ უნდა იგღძნობოდეს.
შემდეგ დავამატოთ ყველი, კარგად ავურიოთ, რომ განაწილდეს. ელარჯი ვხარშოთ სანამ ყველი კარგად არ გადნება.
კატეგორია: ფქვილის ნაწარმი | დაამატა: kopala | ტეგები: ელარჯი, elarji
ნანახია: 2223 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0