მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

შებრაწული ქათამი
2010-12-29, 10:44 AM
მასალად საჭიროა:
1 ცალი ქათამი
ლიმონათის ბოთლით მარილიანი წყალი
1 ფინჯანი წყალი
მარილი-გემოვნებით

მომზადების წესი:
ქათამი კარგად გაასუფთავეთ, გარეცხეთ (შუაში არ გაჭრათ), ოდნავ შეამარილეთ და ქათმის კანი, ალაგ–ალაგ დასერეთ მჭრელი დანის წვერით. ლიმონათის ან ბორჯომის ბოთლში ჩაასხით მარილიანი წყალი და ქათამს წამოაცვით ისე, რომ ბოთლის ძირი ქათმის ბარკლებს შორის მოექცეს. ქათამი ბოთლის ძირით დადეთ თუნუქის ფირფიტაზე ვერტიკალურად. იქვე დადეთ ფინჯნით წყალი და შედგით გაცხელებულ ქურაში შესაწვავად. შეწვის პროცესში გამოყიფილი ცხიმი, დროგამოშვებით მოასხით ქათამს. ასე შემწვარი ქათამი თანაბრად შებრაწული გამოგივათ და თანაც გემრიელი იქნება.




კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 1768 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0