მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები |
ხორცის ბასტურმა
2011-10-14, 12:46 PM | |
მასალად საჭიროა: რბილი ხორცი -1200 გრამი, ხახვი – 200 გრამი, შავი პილპილი – 20 მარცვალი, დაფნის ფოთოლი – 4 ცალი, მარილი – გემოვნების მიხედვით. ხორცი დავჭრათ სამწვადე ნაჭრებად. ზედ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დანაყილი შავი პილპილი, დაფნის ფოთოლი და მარილი. ავურიოთ ერთმანეთში, ჩავდოთ ქოთანში ან ბადიაში (ქილაში) და დავდგათ ცივ ადგილას. როდესაც საჭირო იქნება, ამოვიღოთ, ავაგოთ შამფურზე ჩვეულებრივად და შევწვათ. ამნაირად მომზადებული ხორცი 3-4 დღეს გაძლებს. | |
ნანახია: 1963 | რამოტვირთვები: 0 | |