მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

ქათმის მკერდი სოუსით qatmis mkerdi sousit
2011-10-15, 9:53 AM
მასალად საჭიროა:
4 ულუფა
ქათმის 4 ფილე
1/2 ს.კ. მდოგვი
1 თავი ხახვი
400 გ პრასი
4 ს.კ. კარაქი
75 გ თეთრი ღვინო
75 გ ნაღები
1 ს.კ. ერბო
150 გ ვაშლის ძმარი
300 გ ქათმის ბულიონი
3 ჩ.კ. თაფლი
მარილი, პილპილი, მუსკატი

1. ქათმის თითოეული ფილე გაჭერით სიგანეზე და წაუსვით მდოგვი.
2. კუბიკებად დაჭრილი ხახვი და რგოლებად დაჭრილი პრასი შეწვით კარაქის ნაწილში, მოასხით ღვინო და ნაღები. მოაყარეთ მარილი, პილპილი, მუსკატი და შუშეთ 15 წთ.
3. ფილეს მოაყარეთ მარილი, პილპილი და შეწვით ერბოში.
4. შეწვისას გამოყოფილი წვენი და ძმარი შეურიეთ ბულიონს, დაუმატეთ თაფლი, დარჩენილი კარაქი და ადუღეთ, სანამ თავისი მასის 1/3 არ დარჩება.
5. ლანგარზე დააწყვეთ შემწვარი ხახვი და პრასი. ზემოდან დაადეთ ფილე და მოასხით სოუსი. გარნირად მიიტანეთ შემწვარი კარტოფილი.
კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 1653 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0