მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები |
აფხაზურა
2011-12-17, 12:55 PM | |
ღორის ხორცი - 1 კგ. შეიძლება ძროხის და ღორის ხორცის არევა 40-60 %-ით; მომზადების წესი: გაატარეთ ხორცი და ხახვი; შეკაზეთ სუნელებით და ბროწეულით; გადაახვიეთ ბადე-ქონში. აიღეთ ბადე-ქონი, გაწელეთ და დაიდევით ხელის გულზე, ზემოდან დაადევით ხორცის ამოგუნდავებული ბურთულა (ხელის გული რომ გაავსოს ისე) და გაახვიეთ ბადე-ქონი ზემოდან. ზედმეტი მოაჭერით დანით ან მაკრატლით; 4. ჩაალაგეთ ქვაბში ან თასში და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით მაინც. შეგიძლიათ მოამზადოთ წინა დღეს და შეწვათ სუფრაზე მიტანის წინ; 5. სუფრაზე „მიდის" ცხელი. შეწვისათვის გააცხელეთ ტაფა და ზეთი, დააწყვეთ აფხაზურები და შეწვით. შეწვის წესები მსგავსია კატლეტის შეწვის ტექნოლოგიის; 6. სუფრაზე მიტანის წინ, შეგიძლიათ მოაყაროთ ახალ დარჩეული ბოწეული. | |
ნანახია: 1764 | რამოტვირთვები: 0 | |