მთავარი » ფაილები » წვნიანი კერძები

თირკმლების სუპი მჟავე კიტრით
2010-12-27, 6:34 AM
მასალად საჭიროა:
ძროხის ხორცი - 1 გილოგრამი,
ძროხის ან ხბოს თირკმლები-400 გრამი,
სტაფილო -3-4 ცალი,
ხახვი 1 -2 თავი
ოხრახუშის ძირი-3 ცალი,
საშუალო ზომის მჟავე კიტრი - 3 ცალი,
კვერცხი-2 ცალი,
არაჟანი-2-3 სუფრის კოვზი,
კამა ან ქინძი ერთი- მეორედი ძირი,
მარილი გემოვნების მიხედვით.

მოვხარშოთ ერთი კილოგრამი ხორცის ბულიონი, შიგ ჩავხარშოთ ხახვი, სტაფილო და მწვანილი. შემდეგ ერთიანად გავწუროთ. ცალკე ქვაბში მოვხარშოთ თირკმლები,დავაყაროთ წვრილად დაჭრილი გაფცქვნილი მჟავე კიტრი , დავასხათ 1 ჩაის ჭიქა კიტრის დანამჟავები წყალი.სუფრაზე მიტანის წინ  სასუპე ჯამში რამოდენიმე კოვზი არაჟნით ავთქვიოთ 2 კვერცხის გული, შიგ ჩავაწყოთ მოშუშული თირკმლები კიტრით, ზედ დავასხათ ბულიონი და კარგად ავურიოთ. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ  წვრილად დაჭრილი კამა ან ქინძი.



კატეგორია: წვნიანი კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 1342 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0