მთავარი » ფაილები » წვნიანი კერძები |
სუპი ხინკლით
2010-12-26, 6:50 PM | |
ცხვრის ხორცი 1 კგ, ქონი-100 გრ, პურის ფქვილი - 400 გრ, კვერცხი 1 ცალი, ხახვი 2-3 თავი, დაფნის ფოთოლი -3 ცალი, ძმარი - ერთი მესამედი ჩაის ჭიქა, შავი პილპილი, ოხრახუში და მარილი გემოვნების მიხედვით. 400 გრამი პურის ფქვილისაგან მოვზილოთ მაგარი ცომი. ცხვრის ხორცს ჩამოვაჭრათ რბილი ნაჭრები ძვლებისგან მოვხარშოთ ბულიონი. რბილი ხორცი და 100 გრამი ქონი, ხახვი და მწვანილი გავატაროთ ხორც საკებ მანქანაში.გატარებული ხორცი შევაზავოთ მარილით და შავი პილპილით. ძვლებისგან მოხარშულ და გაწურულ ბულიონში ჩავხარშოთ ხინკლები რომლის დამზადების წესი ასეთია:მოზელილი ცომი გავშალოთ ფქვილყრილ ფიცარზე ; თხლად გაშლილ ცომზე დავაჭიროთ ჩაის ჭიქის პირი და ამოვჭრათ რგოლები ; თითოეულ რგოლზე დავადოთ თითო ჩაის კოვზი ხორცის სატენი, ცომის ნაპირებს წავუსვათ კვერცხის ცილა და ისე შევკრათ , რომ მივიღოთ ნახევარ წრე. შემდეგ ხინკლები სათითაოდ ჩავუშვათ ადუღებულ ბულიონში და ვხარშოთ 15- 20 წუთის განმავლობაში. | |
ნანახია: 1184 | რამოტვირთვები: 0 | |