მთავარი » ფაილები » წვნიანი კერძები |
სუპი გუფთით და კვერცხით
2010-12-27, 6:21 AM | |
მასალად საჭიროა: ცხვრის ხორცი-800 გრამი, ერბო-2-სუფრის კოვზი, ბრინჯი-6-სუფრის კოვზი, ფქვილი-3-ჩაის კოვზი, კვერცხი-3 ცალი, ხახვი-2-3-თავი, მწვანილი პილპილი და მარილი გემოვნების მიხედვით. ხორც საკეპ მანქანაში გავატაროთ ცხვრის რბილი ხორცი,ხახვი და მწვანილი. მიღებულ მასალაში ჩავახალოთ ერთი კვერცხი, ავურიოთ ცოტა ფქვილი და მარილი. დავანაწილოთ პატარა გუნდებად, შემდეგ ჩავყაროთ და მოვხარშოთ ბრინჯიან სუპში. სურაზე მიტანის წინ ცეცხლიდან გადმოდგმულ სუპში ჩავურიოთ ორი ცალი ათქვეფილი კვერცხი.
| |
ნანახია: 1244 | რამოტვირთვები: 0 | |