მთავარი » ფაილები » წვნიანი კერძები

სუპი გარეული ფრინველის ხორცით
2010-12-26, 5:59 PM
მასალად საჭიროა:
კაკაბი-2 ცალი,
ძროხის ხორცი-500 გრამი,
სხვადასხვა მწვანილის ძირები -თითო ძირი,
ერბო-2 სუფრის კოვზი,
ხახვი 1-2 თავი,
სტაფილო 1-2 ძირი
პურის ფქვილი 1 სუფრის კოვზი,
თეთრი ღვინო -1 ჩაის ჭიქა,
ან ღვინო ''მადერა'' ერთი-მეორედი ჩაის ჭიქა ,
მარილი -გემოვნების მიხედვით.

500 გრ ძროხის ხორცს დავასხათ 12 ჩაის ჭიქა წყალი და ვხარშოთ ჩვეულებრივი წესით.
ორი კაკაბი შევწვათ კარგად, შემდეგ მათი ხორცი და ძვლები დავბეგვოთ.100 გრ წვრილად
დაჭრილი ხახვი და სტაფილო მოვხრაკოთ 50 გრ ერბოში, შემდეგ დავნაყოთ და ყველაფერი ეს 
ჩავდოთ წვენში. შევანელოთ მარილით და გავაგრძოთ დუღება კიდევ ერთი საათის განმავლობაში
დავუმატოთ მწვანილი შემდეგ მოვუკიდოთ ერბოში მოშუშული ფქვილი და გავწუროთ ფლავსაწურში .  ბოლოს ჩავასხათ  ერთი-მეორედი ჩაის ჭიქა ღვინო ''მადერა'' ან 1 ჭიქა თეთრი კახური ღვინო.


კატეგორია: წვნიანი კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 1330 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0