მთავარი » ფაილები » წვნიანი კერძები |
ლობიოს სუპი ცხვრის დუმით
2010-12-27, 6:43 AM | |
მასალად საჭიროა: ლობიო -500 გრამი, ცხვრის დუმა 100-150 გრამი, ხახვი 3 თავი, მიხაკი რამოდენიმე ცალი, დაჭრილი ქინძი და რეჰანი- 1 პატარა კონა, ძმარი 2 სუფრის კოვზი, მარილი- გემოვნების მიხედვით, მოვხარშოთ ლობიო ჩვეულებრივი წესით, ისე რომ სითხე საკმაოდ ქონდეს. ხარსვის დროს დავუმატოთ მიხაკი. ცალკე ტაფაზე მოვხარშოთ წვრილად დაჭრილი დუმა და ხახვი. კარგად რომ შეწითლდება, ჩავუშვათ ლობიოში და ჩავასხათ კარგი ღვინის ძმარი, დავუმატოთ მარილი . სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და რეჰანი. | |
ნანახია: 1229 | რამოტვირთვები: 0 | |