მთავარი » ფაილები » წვნიანი კერძები |
გამჭირვალე ბულიონი ძროხის ხორცისა და შაქრის ძვლისგან
2010-12-25, 4:14 PM | |
მასალად საჭიროა: შაქრის ძვალი-500 გრამი, ხორცი-500 გრამი, სტაფილო და ხახვი-თითო ძირი, ოხრახუშის ან ნიახურის ძირები, მარილი - გემოვნების მიხედვით გამჭირვალე ბულიონის მოსამზადებლად ავიღოთ პირველი ხარისხის მჭლე ძროხის ხორცი და იმდენივე ძვალი. გავრეცხოთ ხორცი ცივ წყალში, ჩავდოთ საშუალო ზომის ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი იმდენი , რომ ხორცს ოდნავ ფარავდეს , დავახუროთ ქვაბს ხუფი და შევდგათ ცეცხლზე . როდესაც ჭყალი ადუღდება , მოვხადოთ ქაფი . ნახევარი საათის შემდეგ ჩავყაროთ თითო ძირი ხახვი წინასწარ მოვწვათ გაცხელებულ თაფაზე უცხიმოდ და ჩავუშვათ ბულიონში . ბულიონის ხარსვის ხანგძლივობა - 2 საათს არ უნდა აღემატებოდეს . ამის შემდეგ ხორცი და ძვლები ამოვიღოთ, ხორცი გამოვიყენოთ მეორე თავი კერძისათვის , ბულიონი კი გავწუროთ სუფთა საწურში.
| |
ნანახია: 1563 | რამოტვირთვები: 0 | |