მთავარი » ფაილები » წვნიანი კერძები |
არტალას წვენი
2010-12-25, 5:06 PM | |
მასალად სჭიროა: ძროხის არტალა - 1 კილოგრამი, ქონი ან ერბო - 80 - 90 გრამი ხახვი 3-4 კბილი ოხრახუში-2-3 ძირი ღვინის ძმარი -2 სუფრის კოვზი, პილპილი და მარილი - გემოვნების მიხედვით . ძროხის არტალა გავრეცხოთ. ძვალი პატარა ნაჭრებად დავჩეხოთ. დავასხათ ცივი წყალი იმდენი, რომ იგი მასალას ფარავდეს. ვხარშოთ დაახლოებით 3- 4 საათის განმავლობაში საკმაოდ ძლიერ ცეცხლზე .შემდეგ ჩავყაროთ ერბოში ან ქონში მოხრაკული წვრილად დაჭრილი ხახვი და მწვანილი, დანაყილი პილპილი, ნიორი და მარილი შეიძლება აგრეთვე ჩავასხათ თეთრი ღვინის ძმარი. მოხარშული არტალა წინასწარ უნდა ამოვიღოთ , გავაცივოთ და სუფრაზე მივიტანოთ ტყემლის საწებლით.
| |
ნანახია: 3961 | რამოტვირთვები: 0 | |