მთავარი » ფაილები » ბოსტნეულის კერძები

ენის სალათა
2010-12-29, 1:41 PM
მასალად საჭიროა:
მოხარშული ენა 100 გრ
ღორის მოხარშული მჭლე ხორცი 100 გრ
კიტრი 1 ცალი
პამიდორი 2 ცალი
ვაშლი 1 ცალი
ლიმონის წვენი 2 ს.კ.
სალათის ფურცელი 4 ცალი
მაიონეზი 4 ს.კ.
პილპილი გემოვნებით
მარილი გემოვნებით
მწვანილი გასაფორმებლად


მოხარშული ენა, ღორის ხორცი, კიტრი და პამიდორი დაჭერით გრძლად. ცალკე დაჭერით ვაშლი და მოასხით ლიმონის წვენი.
სალათის ფურცლები ჩააწყვეთ გამჭირვალე ჭურჭელში. ზემოდან ფენა–ფენა მოაწყვეთ დაჭრილი ინგრედიენტები. მოაყარეთ პილპილი, მარილი და მოასხით მაიონეზი. სალათა გააფორმეთ მწვანილით.


კატეგორია: ბოსტნეულის კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 3511 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1