მთავარი » ფაილები » ბოსტნეულის კერძები

ბრინჯის სალათა იაპონურად
2011-12-24, 3:44 PM
მასალად საჭიროა:
ბრინჯი - 1 ჭიქა
საქონლის ხორცი - 250-300 გ
წყალი - 2 ჭიქა
ფორთოხალი - 1-2 ცალი
მარილი - გემოვნებით
სოუსისათვის:
კვერცხის გული - 1 ცალი
მდოგვი - 1 ჩ/კ
შაქარი - 1 ჩ/კ
ძმარი - 1 ს/კ
ზეთი - 300 გ
ფორთოხალი - 1 ცალი
სიმინდის ფქვილი - 1 ს/კ
მარილი - 1/2 ჩ/კ
მაიონეზი - გემოვნებით
ლიმონის წვენი - გემოვნებით



მომზადების წესი:
ბრინჯი მოვხარშოთ, გადავავლოთ ცივი წყალი და გავწუროთ. კვერცხის გული, მდოგვი, შაქარი, ძმარი,
მარილი კარგად ავურიოთ წვრილად დაჭრილ საქონლის ხორცთან ერთად და თანდათან დავამატოთ
მცენარეული ზეთი. ფორთოხლის წვენი გავხსნათ წყალში (1 კოვზი წვენი 7 კოვზ წყალთან) და ჩავამატოთ
მასში სიმინდის ფქვილი. ვადუღოთ რამდენიმე წუთით, გადმოვდგათ და მაშინვე ჩავამატოთ მაიონეზი.
ბრინჯი, ხორცი, ფორთოხლის ნაჭრები და სხვა ინგრედიენტები ავურიოთ, დავამატოთ ლიმონის წვენი.
მაგიდასთან მივიტანოთ ცივად.
კატეგორია: ბოსტნეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: brinjis salata iaponurad, ბრინჯის სალათა იაპონურად
ნანახია: 3745 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0