მთავარი » ფაილები » ტკბილი კერძები

პასკა ზაფრანით(paska zafranit)
2011-12-24, 4:09 PM
მასალად საჭიროა:
ფქვილი  - 1 კგ (შესაძლებელია ცოტა დამატება)
საფუარი  - 18 გრ (მშრალი)
ნაღები  - 250 მლ
შაქარი  - 200 გრ
კარაქი  - 50 გრ
ზაფრანა  - 1 ჩ/კ
მარილი  - 1/2 ჩ/კ
ილი  - 1/2 ჩ/კ (კარდამონი)
ბრენდი  - 50 მლ
ქიშმიში  - 100 გრ
ნებისმიერი ხილის ჩირი  - 100 გრ
კაკალი  - 100 გრ (გემოვნებით)

მომზადების წესი:
ამ რეცეპტით გამოდის 2 საშუალო ზომის პასკა.
ჩირის და კაკალის რაოდენობა შეიძლება შევამციროთ ან მოვუმატოთ, სურვილისამებრ.
2 საათით ადრე სანამ დავიწყებთ პასკის კეთებას, ზაფრანა ჩავალბოთ 50 მლ არაყში ან რომში. ქიშმიში და ხილის ჩირი ასევე ჩავალბოთ ბრენდში და დავტოვოთ რამოდენიმე საათით.
გავათბოთ 100 მლ წყალი, დავამატოთ ნაღების მესამედი. ამ სითხეში გავხსნათ საფუარი.
 
დავამატოთ 1 ს/კ შაქარი, 150 გრ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
 
დავდგათ თბილ ადგილას მინიმუმ 1 საათით.
შაქრის ერთი ნაწილი შევურიოთ გამდნარ კარაქს და მეორე ნაწილი შევურიოთ კვერცხის გულებს.
 
1 საათის მერე როცა მასა გაფუვდა დავამატოთ კვერცხის გულები და კარაქი, რომლებიც ჩვენ მოვამზადეთ, ილი, დარჩენილი ნაღები, მარილი, ზაფრანა. ნელ-ნელა დავამატოთ გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი.
 
ცომს დავაფაროთ პირსახოცი და დავდგათ თბილ ადგილას. ცომი უნდა ამოვიდეს 2-ჯერ.
 
როცა ამოვა კიდევ ერთხელ მოვზილოთ და დავამატოთ კაკალი, ქიშმიში, ხილის ჩირი.
კარგად ვურიოთ დაახლოებით - 10 წუთი.
 
ფორმებს წავუსვათ კარაქი, დავაყაროთ ფქვილი და ჩავდოთ ცომი ფორმებში. დავდგათ სითბოში 40 წუთით რომ ამოვიდეს.
გამოვაცხოთ 170 გრადუსზე დაახლოებით 40-50 წუთი.
პირველი ნახევარი საათი ღუმელი არ გახსნათ, რომ არ ჩავარდეს ცომი.
 
წავუსვათ პასკას მინანქარი.
მინანქარს ვაკეთებთ კვერცხის ცილისგან და შაქრის პუდრისგან.
გილოცავთ დამდეგ აღდგომას!
კატეგორია: ტკბილი კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: paska zafranit, პასკა ზაფრანით
ნანახია: 1561 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0