მთავარი » ფაილები » პროდუქტების გადამუშავება ზამთრის მარაგის შესაქმნელად

მწვანე ლობიო ზეთში მოხრაკული
2012-02-27, 1:00 PM

 მასალად საჭიროა:
მწვანე ლობიო - 5 კილოგრამი
ზეთი - 1 ლიტრი
ხახვი - 2 კილოგრამი
პამიდორი - 2,5 კილოგრამი
მწვანილი - 200 გრამი
წიწაკა, ნიორი, მარილი - გემოვნებით



მომზადების წესი:

ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ და გავშალოთ, რომ კარგად გაშრეს. ქვაბში ჩავასხათ ზეთი, დავაყაროთ გამშრალი მწვანე ლობიო და ვშუშოთ მოხარშვამდე.
ცალკე მოვხრაკოთ ხახვი ზეთში. საღი, გადარჩეული პამიდორი გავრეცხოთ, გავაცალოთ კანი, დავჭრათ, დავაყაროთ ხახვს და ვშუშოთ. დაჭრილი ყველანაირი მწვანილი შევურიოთ მოხრაკულ ლობიოს და გავაგრძელოთ მოშუშვა; შევკაზმოთ მარილით, წიწაკით, ცხელივე ჩავდოთ მინის ქილებში, გავუკეთოთ სტერილიზაცია არანაკლებ ნახევარი საათისა და მოვხუფოთ თუნუქის სახურავებით.

კატეგორია: პროდუქტების გადამუშავება ზამთრის მარაგის შესაქმნელად | დაამატა: kopala | ტეგები: lobio, მწვანე, მწვანე ლობიო ზეთში მოხრაკული, მოხრაკული, moxrakuli, ზეთში, ლობიო
ნანახია: 1900 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0