მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

შერეული ტოლმა დაჭრილი ხორცით
2010-12-29, 10:51 AM
მასალად საჭიროა:
1კგ ხორცი (რბილი ნაჭერი)
0,5კგ ბუგარული წიწაკა
1კგ ბადრიჯანი
200გრ კარაქი
2 ს.კ. ზეთი
4–5 თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
1 ჩ.ჭ. ბრინჯი
2 კონა (პატარა) ოხრახუში
1 კონა ქინძი
3 ძირი მარილი
3 ძირი პრასი
 შავი პილპილი, წიწაკა და მარილი-გემოვნების მიხედვით


ძალიან წვრილად დაჭერით ხორცი და ხახვთან ერთად მოშუშეთ ცხიმში. (200გრ კარაქი, 2 ს.კ. ზეთი). როცა ხორცი კარგად ჩაიხრაკება, დაუმატეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი 2–3 პამიდორი, ან ტომატი. შეურიეთ დაჭრილი ოხრახუში, ქინძი, პრასი, მწვანე წიწაკა და ნიორი. შეაზავეთ შავი პილპილით და მარილით. დაუმატეთ გარეცხილი ბრინჯი და კარგად აურიეთ.
გამზადებული ფარშით გამოტენეთ, წინასწარ გულგამოღებული პამიდორი, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი და ერთმანეთის შენაცვლებით ჩააწყვეთ ქვაბში. 2–3 ჩ.ჭ. წყალში გახსენით მარილი და მოასხით ზემოდან. ქვაბს ნახევრად დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ გამზადებამდე.








კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 1713 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0