მთავარი » ფაილები » ხორცეულის კერძები

ქათმის შებრაწული ფრთები
2010-12-29, 11:18 AM
მასალად საჭიროა:
კარტოფილი 5 ცალი
კარაქი 50 გრ
დაჭრილი მწვანე ხახვი 2 ს.კ.
ქათმის ფრთები 4 ცალი
ზეთი 2 ს.კ.
არაჟანი 1 ჩ.ჭ.
ტყემალი 2 ჩ.კ.
გახეხილი ყველი 6 ს.კ.
მარილი გემოვნების მიხედვით
მწვანილი გასაფორმებლად


კარტოფილი მოხარშეთ მარილწყალში, ცხელივე გახეხეთ, შეურიეთ კარაქი, მწვანილი ხახვი და მიღებული მასა გაანაწილეთ ფორმაში.
ქათმის ფრთებს მოაყარეთ მარილი და შეწვით ზეთში. შემწვარი ფრთები დააწყვეთ კარტოფილზე, მოასხით ერთმანეთში შერეული არაჟანი და ტყემალი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით ღუმელში 25 წთ.
სუფრასთან მიტანის წინ გააფორმეთ მწვანილით.







კატეგორია: ხორცეულის კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 1516 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2