მთავარი » ფაილები » წვნიანი კერძები

სუპი შინაური ფრინველის თავ-ფეხისა და შიგნეულისაგან
2010-12-26, 6:21 PM
 მასალად საჭიროა:
შინაური ფრინველის-თავ ფეხი -1 კგ 
ხახვი 3-4 თავი,
პამიდორი- 800 გრ ,
ან ტომატი- 1 ჩაის ჭიქა,
კვერცხი -2 ცალი
ან არაჟანი 1-მეორედი ჩაის ჭიქა,
შავი პილპილი - 1 ჩაის კოვზი
მარილი, ქინძი და ოხრახუში - გემოვნების მიხედვით.

კარგად გასუფთავებული და გარეცხილი შინაური ფრინველის თავ ფეხი და შიგნეული მოვხრაკოთ
წვრილად დაჭრილ ხახვთან და ოხრახუშთან ერთად. ყველაფერი რომ კარგად შეწითლდება,
დავასხათ 10 ჩაის ჭიქა წყალი და ვადუღოთ 40 წუთი. ჩავასხათ 800 გრ ახალი პომიდორის წვენი
ან 1 ჩაის ჭიქა კარგი ტომატი.შევაზავოთ მარილით,  სურნელოვანი ან შავი პილპილით.გადმოვდგათ
ცეცხლიდან და გავურიოთ კარგად ათქვეფილი ორი კვერცხი ან ერთი მეორედი ჩაის ჭიქა არაჟანი. სუფრაზე მოტანისას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი. 
კატეგორია: წვნიანი კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 1115 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0