მთავარი » ფაილები » წვნიანი კერძები

საცივი
2011-12-17, 1:55 AM
 
მასალად საჭიროა:
დედალი ან ინდაური;
1 კგ თეთრი ნიგოზი;
ხახვი სუნელები,
ყვავილი,
წიწაკა,
დაფნა
 

მომზადების წესი:
მოვხარშოთ დედალი ინდაური. შემდეგ შევწვათ და დავჭრათ.ნახარში გავაციოთ და გავატაროთ 1კგ. თეთრი ნიგოზი. ცალკე ჯამში მოვათავსოთ დაჭრილი ხახვი სუნელები, აუცილებლად ყვითელი ყვავილი, წიწაკა, დაფნა და ინდაურის ნახარშის მოხდილ ცხიმში მოვადუღოთ. შემდეგ ავიღოთ საცერი და დავყაროთ ზედ ნიგოზი, დავასხათ თბილი ინდაურის ნახარში და ასე ვხეხოთ სანამ ნიგოზი არ გათავდება. საცერის ზევიდან დარჩენილი მასა გადავყაროთ. ასევე გავხეხოთ ჯამში მოდუღებული მასა და შეურიოთ. სისქე თავად შეარჩიეთ. შემდეგ შევდგათ გაზზე და მხოლოდ წამოვადუღოთ. მარილი და წიწაკა შეურიოთ. ეს მასა დავასხათ დაჭრილ ინდაურს. გაცივდება და მზად არის.
კატეგორია: წვნიანი კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 2361 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0