მთავარი » ფაილები » წვნიანი კერძები

ქათმის სუპი ლიმონით და კვერცხით
2010-12-26, 10:08 AM
მასალად საჭიროა:
საშუალო ზომის ქათამი - 1 ცალი
ხახვი 50 გრ
მწვანილი 50 გრ
ლიმონი 1 ცალი
ატრია''ვარსკვლავი'ან ვემრიშელი' -100 გრ,
კვერცხის გული- 2ცალი
მარილი გემოვნების მიხედვით.

კარგად გასუფთავებული საშუალო ზომის ქათამი 
ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ 12 ჭიქა წყალი, დავუმატოთ 
ხახვი და მწვანილი. ვადუღოთ და თან მოვხადოთ ქაფი.
შემდეგ ჩავაგდოთ შუაზე გაჭრილი ლიმონი და ვადუღოთ
კიდევ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. ამოვიღოთ
მოხარშული ქათამი, ბულიონში კი ჩავყაროთ ატრია ''ვარსკვლავი''
თუ იგი არა გვაქვს ვიხმაროთ ვერმიშელი.
როცა მოიხარშება გადმოვიღოთ ცეცხლიდან, ამოვიღოთ
მოხარშული ლიმონი, სუპში კი ჩავურიოთ კარგად ათქვეფილი 
კვერცხის ორი გული და მარილი.სუპიდან ამოღებული ქათამი მივიტანოთ სუფრაზე
ცალკე საწებლით. ასეთი სუპი სუპი მეტად გემრიელი და სასარგებლოა.!


კატეგორია: წვნიანი კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 1158 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0