მთავარი » ფაილები » წვნიანი კერძები

ბორშჩი ბორში borshi
2010-12-27, 6:33 PM
მასალად საჭიროა:
ძროხის ხორცი --1 კილოგრამი,
ჭარხალი--4 ძირი,
ხახვი-1--2 თავი,
დაჭრილი მწვანილი -1 ჩაის ჭიქა,
დაფნის ფოთოლი-3-4 ცალი,
პურის ფქვილი-2 სუფრის კოვზი,
ძროხის გადამდნარი ქონი-1 სუფრის კოვზი,
არაჟანი ან მაწონი - 3/4 ჩაის ჭიქა,
წითელი ,შავი პილპილი და მარილი-- გემოვნების მიხედვით.

მომზადების წესი:
ძროხის ხორციდან გავაკეთოთ ბულიონი ჩვეულებრივი წესით.
ბულიონში ჩავუმატოთ წითელი და შავი პილპილი, დაფნის ფოთოლი
წვრილად დაჭრილი ჭარხალი და ხახვი. თუ გვინდა ბორჩში წითელი ფერის 
იყოს, ჭარხლის ჩაყრის თანავე ჩავაყოლოთ თყემლის ტყლაპი, ძმარი ან სხვა რაიმე სიმჟავე. გადამდნარ ძროხის ქონში მოვშუშოთ ორი სუფრის კოვზი ფქვილი,დავასხათ
ბულიონი,კარგად გავხსნათ და ჩავასხათ ბორჩში. ცოტა ხანს კიდევ ვადუღოთ, შემდეგ
მოვასხატ არაჟანი ან მაწონი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მივიტანოთ 
სუფრაზე.




კატეგორია: წვნიანი კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 2824 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0