მთავარი » ფაილები » ბავშვის საჭმელები

გოგრის წვნიანი
2011-10-14, 2:32 PM

მასალად საჭიროა:
კურკებგამოცლილი 1/2 გოგრა, დაახლოებით 450გ
1 საშუალო ზომის ხახვი
1 ს.კ. რაფსის ზეთი
1 ჩ.კ. "კარის” ფხვნილი
500 მლ წყალი
2 ჩ.კ. ხსნადი ბულიონის ფხვნილი
4 მწიფე ვაშლატამა
200 მლ ქოქოსის რძე
1/2 ჩ.კ. მარილი
1/2 ჩ.კ. შაქარი
 
კარტოფილის კუბებისთვის:
200გ კარტოფილი
1 ჩ.კ. ზეთი
1 მწიკვი იოდიზირებული მარილი 

გოგრა დიდ ნაჭრებად დავჭრათ და ხახვთან ერთად მოვშუშოთ. შემდეგ კარის ფხვნილი მოვაყაროთ და წყალი დავასხათ. 
ხსნადი ბულიონის ფხვნილი  შევურიოთ. ეს ყველაფერი დაახლოებით 10-15 წუთი დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ. ამასობაში კი ვაშლატამას კანი გავაცალოთ და  ნაჭრებად დავჭრათ. სანამ ბოლომდე მომზადდება, ვაშლატამა გოგრაში ავურიოთ და თავისივე ნახარშში საჭყლეტით პიურედ ვაქციოთ. დავუმატოთ ქოქოსის რძე, მარილი და შაქარი. კარტოფილის კუბები მოვაყაროთ და სუფრაზე ისე მივიტანოთ.

კატეგორია: ბავშვის საჭმელები | დაამატა: kopala | ტეგები: wvniani, gogris wvniani, გოგრა, გოგრის, gogra, გოგრის წვნიანი, წვნიანი
ნანახია: 1626 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0