მთავარი » ფაილები » თევზეულის კერძები

კალმახი ბროწეულის წვენში
2011-10-14, 12:08 PM

მასალად საჭიროა:

700 გრ კალმახი,

50 გრ ზეთი,

1/2 ჩაის ჭიქა ნიგოზი,

1 თავი ხახვი, ქინძი, 1,5 ჭიქა ბროწეულის წვენი, ნიორი, მარილი – გემოვნებით.


მსხვილი კალმახი დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, ამოვავლოთ ფქვილში, შევწვათ ორივე მხრიდან. გადავიტანოთ სინზე.
გამოვწუროთ ბროწეული, დავამატოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი, მარილი, ქინძი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ხახვი და გადავურიოთ. მომზადებული სოუსი მოვასხათ კალმახს.


კატეგორია: თევზეულის კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: წვენი, kalmaxi, kalmaxi wvenshi, კალმახი, kalmaxi broweulis wvenshi, კალმახი ბროწეულის წვენში
ნანახია: 1550 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.0/1