მთავარი » ფაილები » ტკბილი კერძები

ყავის კრემი
2011-10-15, 10:41 AM
მასალად საჭიროა:
5 ულუფა
20 გ ჟელატინი
5 კვერცხის გული
150 გ შაქარი
1 ს.კ. ხსნადი ყავა
200 გ რძე
500 გ სქელი ნაღები

1. ჟელატინი დაალბეთ 150 გ ანადუღარ ცივ წყალში, სანამ არ გაფუვდება.
2. კვერცხის გული და შაქარი ათქვიფეთ. ყავა გახსენით თბილ რძეში და შეურიეთ ათქვეფილ კვერცხის გულს. მიღებული მასა შეათბეთ ორთქლზე, შეურიეთ ჟელატინი და გააცხელეთ, რომ კარგად გაიხსნას.
3. ნაღები ათქვიფეთ და ნელ-ნელა შეურიეთ რძიან და კვერცხიან მასას. 
4. კრემი ჩაასხით ფორმებში და გააცივეთ. სუფრასთან მიტანის წინ გადმოიღეთ ფორმებიდან და გააფორმეთ შოკოლადის ბურბუშელით.
კატეგორია: ტკბილი კერძები | დაამატა: kopala
ნანახია: 1319 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0