მთავარი » ფაილები » ტკბილი კერძები

გოზინაყი
2012-04-19, 4:23 PM

მასალად საჭიროა:

ნიგოზი     500 გრამი

თაფლი     250 გრამი

შაქარი       4 სუფრის კოვზი 

მომზადების წესი:

ნიგოზი (სასურველია თეთრი და საღი)ლებნები მჭრელი დანით დავჭრათ,დავყაროთ ტაფაზე და ოდნავ მოვხალოთ ისე რომ არ გაწითლდეს .გავაგრილოთ დავყაროთ სინზე და დავბერტყოთ,თან სული შევუბეროთ,სანამ კანი მთლიანად არ გაეცლება.

ღრმა ,სქელძირიან ტაფაზე მოვათავსოთ 250 გრამი თაფლი და რომ არ გადმოვიდეს.რამოდენიმე წუთით გადმოვდგათ,შემდეგ ისევ შევდგათ ცეცხლზე .როცა თაფლი დაცხრება დამშვიდად დაიწყებს დუღილს,რამოდენიმე წვეტი კოვზით ამოვიღოთ და ლამბაქაზე დავაწვეთოთ ,ვაცადოთ გაცივება და თუ წვეთი თითებს შუა ცომივით აგორდა ,ჩავყაროთ დაჭრილი ნიგოზი .გამუდმებით ვურიოთ ხის კოვზით .დაახლოებით .დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მოვაყაროთ ერთი-ორი სადილის კოვზი შაქრის პუდრა ,კიდევ კარგად ავურიოთ და ტაფა ცეცხლიდან გადმოვდგათ.გოზინაყის მთელი მასა წინასწარ გარეცხილ სველ ფიცარზე ან მომინაქრებულ სინზე გადავიტანოთ და კოვზით კარგად მოვასწოროთ,გავაბრტყელოთ და გაცივებული გოზინაყი რომ არ დაიმსხვრეს ,თბილი დანით დავჭრათ ნაჭრებად.

კატეგორია: ტკბილი კერძები | დაამატა: kopala | ტეგები: ზი, gozi, ყი, ნა, nayi, Go, გო, გოზინაყი, gozinayi
ნანახია: 1691 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0