მთავარი » ფაილები » სხვადასხვა

კომბოსტოს მწნილი (kombostos mwnili)
2011-12-24, 5:11 PM
მასალად საჭიროა:
კომბოსტო  - 2 კგ
ნიორი  - 1 კბილი
მარილი  - 5 ჩ/კ
ზეთი  - 100 მლ
სტაფილო  - 400 გრ
შაქარი  - 100 გრ
ძმარი  - 150 მლ

მომზადების წესი:
ვიწყებთ ყველაზე რთული პროცესიდან - ვჭრით კომბოსტოს.
 
გავხეხოთ სტაფილო მსხვილ სახეხზე.
 
ქვაბში ფენებად ჩავაწყოთ კომბოსტო და სტაფილო.
 
შიგადაშიგ ფენებს შორის ჩავაწყოთ დაჭყლეტილი ნიორი და ბოლოს ყველაფერი კარგად დავპრესოთ.
მოვამზადოტ მარინადი: ამისათვის 1 ლიტრ მდუღარე წყალში ვურევთ ძმარს, ზეთს , მარილს და შაქარს.
 
ვურევთ სრულ გადნობამდე.
დავასხათ მარინადი კომბოსტოს ისე, რომ სრულად დაიფაროს.
 
დავახუროთ თავსახური და 2 დღით დავდგათ ოთახის ტემპერატურაზე.
 
ბოლოს გამზადებული კომბოსტო მოვათავსოთ ქილებში და შევინახოთ მაცივარში.
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: kopala | ტეგები: კომბოსტოს მწნილი, kombostos mwnili
ნანახია: 3985 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.2/4