მთავარი » ფაილები » სხვადასხვა

ელარჯი
2011-10-14, 1:26 PM

მასალად საჭიროა:
სიმინდი – 1 ჭიქა (მს

ხვილად დაფქვილი ანუ ღერღილი);

სიმინდის ფქვილი – 4 ს/კ;

სულგუნი – 600-700 გრ;

წყალი – 4 ჭიქა.


თუნუქის ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ მსხვილად დაფქვილი სიმინდი ე.წ. ღერღილი და როგორც კი ადუღდება დაუკლოთ ცეცხლს. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე სანამ კარგად არ მოიხარშება. შემდეგ დავამატოთ სიმინდის ფქვილი და ჩქარ-ჩქარა ავურიოთ, რომ არ მიიწვას.

გავაგრძელოთ ხარშვა და ვურიოთ სანამ კარგად არ გასქელდება, უმი ფქვილის გემო არ უნდა იგღძნობოდეს.

შემდეგ დავამატოთ ყველი, კარგად ავურიოთ, რომ განაწილდეს. ელარჯი ვხარშოთ სანამ ყველი კარგად არ გადნება.


კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: kopala | ტეგები: elargi, ელარჯი, elarji
ნანახია: 1359 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0