მთავარი » ფაილები » სასმელები

ქაცვისა და ვაშლის კისელი qacvisa da vashlis kiseli
2011-10-15, 10:27 AM
მასალად საჭიროა:
200 გ ვაშლი
2 ს.კ. ქაცვი
3 ს.კ. შაქარი
5 ჭიქა წყალი
1 ს.კ. სახამებელი

1. ვაშლი გათალეთ, ამოაცალეთ გული და წმინდად გახეხეთ.
2. ქაცვს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი შაქარი და გახეხეთ. შეურიეთ 1 ჭიქა წყალი და გაწურეთ.
3. ქაცვის ჩენჩოს და ვაშლის კანს დაასხით ცხელი წყალი, ადუღეთ 5 წთ. და გაწურეთ. მიღებულ სითხეს დაუმატეთ დარჩენილი შაქარი, გახეხილი ვაშლი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
4. დაუმატეთ ქაცვის წვენში გახსნილი სახამებელი და ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან.
კატეგორია: სასმელები | დაამატა: kopala
ნანახია: 1365 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0