მთავარი » ფაილები » რძის ნაწარმი

რატატუი ნივრიანი მაწვნით ratatui nivriani mawvnit
2011-12-25, 3:36 PM
მასალად საჭიროა:
4-5 ცალი პამიდორი,
2 ცალი ტკბილი წიწაკა,
1 ცალი ბადრიჯანი,
2 ცალი ყაბაყი ან ცუკინი,
1 თავი ხახვი,
2 კბილი ნიორი,
0,5 ჩ.კ. შავი და თეთრი პილპილი,
1/3 ჭიქა ზეთი,
1 კონა ქონდარი,
რეჰანი და პიტნა.
 სოუსისთვის – 250 მლ.
სქელი მაწონი,
 1 კბილი ნიორი,
0,5 ჩ.კ. მარილი,
1 კონა ოხრახუში.

მომზადების წესი:
პამიდორი დავმდუღროთ, გავაცალოთ კანი და მსხვილად დავჭრათ. ხახვი და ნიორი წვრილად ავკეპოთ. ზეთში შევწვათ ჯერ მსხვილად დაჭრილი ბადრიჯანი, შემდეგ დავუმატოთ წიწაკა, ყაბაყი, ნიორი და ხახვი. 5 წუთის შემდეგ ბოსტნეულს დავამატოთ პამიდორი, დავახუროთ სახურავი და დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი ვშუშოთ, ბოლოს მოვაყაროთ მარილი და მწვანილი.
 
ნიორი დავნაყოთ მარილთან ერთად, შევურიოთ მაწონს, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მივირთვათ მოშუშულ ბოსტნეულთან ერთად.
კატეგორია: რძის ნაწარმი | დაამატა: kopala | ტეგები: მაწვნით, ratatui nivriani mawvnit, ratatui, ნივრიანი, mawvnit, nivriani, რატატუი, რატატუი ნივრიანი მაწვნით
ნანახია: 1426 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0