მთავარი » ფაილები » რძის ნაწარმი

ყველის კრემ-სუპი ლუდით yvelis krem-supi ludit
2011-12-25, 4:56 PM
მასალად საჭიროა:
საჭირო მასალა: 5 ს.კ. კარაქი,
2 ცალი გახეხილი სტაფილო,
 2 ცალი წვრილად დაჭრილი პრასა,
1/3 ჭიქა ფქვილი,
1,5 ს.კ. მდოგვი,
1,5 ჭიქა ღია ფერის ლუდი,
 3 ჭიქა რძე,
250 გ. გახეხილი ჰოლანდიური ყველი,
 მარილი და პილპილი – გემოვნებით,
კრუტონები – მოსართავად.

მომზადების წესი:
ღრმა ტაფაში გავადნოთ კარაქი, ჩავყაროტ სტაფილო, პრასა და მოვშუშოთ, დავუმატოთ სანელებლები. 10 წუთის შემდეგ ბოსტნეულს დავუმატოთ ფქვილი და ავურიოთ, ვშუშოთ 2 წუთის განმავლობაში ეს მასა ნელ-ნელა შევურიოთ რძეს და დავდგათ ცეცხლზე, თან ვურიოთ. როცა გაცხელდება, დავუმატოთ ლუდში არეული მდოგვი და განუწყვეტლივ ვურიოთ, სანამ არ ადუღდება. სუპი ვხარშოთ დაბალ ტემპერატურაზე, 10 წუთის შემდეგ ჩავაყაროთ გახეხილი ყველი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. წვნიანი სუფრასთან მივიტანოთ კრუტონებთან (შებრაწული პურის პატარა ნაჭრები) ერთად.
კატეგორია: რძის ნაწარმი | დაამატა: kopala | ტეგები: ყველის კრემ-სუპი ლუდით yvelis krem-
ნანახია: 2208 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2