მთავარი » ფაილები » რძის ნაწარმი

ხაჭოსა და ნაღების ტორტი xachosa da nagebis torti
2011-12-25, 3:26 PM
მასალად საჭიროა:
ცომი: 170 ფქვილი,
4 .. გამაფხვიერებელი ფხვნილი,
170 . შაქარი,
1 მწიკვი მარილი,
4 კვერცხი,
170 კარაქი ან მარგარინი.გულსართი
:20 ჟელატინი,
150 მლ წყალი,
200 შაქარი,
10 ვანილის შაქარი,
750 ცხიმიანი ხაჭო,
 1 ლიმონის ცედრა,
50 მლ ლიმონის წვენი,
 350 მლ ნაღები.

მომზადების წესი:
ფქვილში ავურიოთ გამაფხვიერებელი ფხვნილი, დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და 2 წუთის განმავლობაში ვთქვიფოთ მიქსერით. ცომი გადავიტანოთ 28 სმ დიამეტრიან ცხიმწასმულ გვერდებმოსახსნელ ფორმაში და ვაცხოთ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში. შეგრილებული ბისკვიტი გავჭრათ შუაზე. ჟელატინი დავალბოთ წყალში 40 წუთის განმავლობაში. შაქარი, ვანილი და ლიმონის ცედრა ავთქვიფოთ.  ჟელატინი გავადნოთ ლიმონის წვენთან ერთად და შევურიოთ ხაჭოს, დავუმატოთ ათქვეფილი ნაღები. ბისკვიტის ერთი ფენა ჩავდოთ კვლავ ფორმაში, ზემოდან დავადოთ ხაჭოს მასა და შემდეგ კი ბისკვიტის მეორე ნაწილი. ტორტი რამდენიმე საათით შევდგათ მაცივარში, სუფრასთან მიტანის წინ კი მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
კატეგორია: რძის ნაწარმი | დაამატა: kopala | ტეგები: torti, და, ხაჭოსა, da, ნაღების, nagebis, ხაჭოსა და ნაღების ტორტი, xachosa da nagebis torti, xachosa, ტორტი
ნანახია: 1780 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0