მწვანე პამიდორი ზეთში მოხრაკული - პროდუქტების გადამუშავება ზამთრის მარაგის შესაქმნელად - - ყველაფერი მხოლოდ თქვენთვის - კერძები მხოლოდ თქვენთვის
|
ჩაქაფული chaqafuli
ნანახია: 7177
ჩიხითმა
ნანახია: 6908
აჯაბსანდალი
ნანახია: 5882
შილაფლავი
ნანახია: 5696
ხარჩო
ნანახია: 3488
ოსტრი
ნანახია: 3432
გოგლიმოგლი goglimogli
ნანახია: 3137
ბაჟე
ნანახია: 2817
შაურმა shaurma
ნანახია: 2621
 
 
 
 

null
kopala
სიახლე:222
სქესი:კაცი
ფორუმზე:0
კომენტარი:0


null
turo-1983
სიახლე:0
სქესი:კაცი
ფორუმზე:0
კომენტარი:0


null
ninikomosi
სიახლე:0
სქესი:ქალი
ფორუმზე:0
კომენტარი:0

 
 
საიტზე ძიებისას გამოიყენეთ ქართული შრიფტი!!!
 
 


 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
» პროდუქტების გადამუშავება ზამთრის მარაგის შესაქმნელად

მწვანე პამიდორი ზეთში მოხრაკული
2012-02-27, 12:39 PM

 მასალად საჭიროა:
მწვანე პამიდორი - 10 კილოგრამი
ხახვი - 3 კილოგრამი
ზეთი - 1,5 ლიტრი
ნიორი - 0,5 კილოგრამი
ნიახური, ოხრახუში, რეჰანი - 3-3 კონა
ძმარი - 0,5 ლიტრი
მარილი - 1 ჩაის ჭიქა
ხმელი ქინძი - 4 ჩაის კოვზი
ზაფრანა - 3 ჩაის კოვზი
უცხო სუნელი - 4 ჩაის კოვზი
წიწაკა - გემოვნებით


საშუალო ზომის მწვანე პამიდორი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ თხლად, რგოლებად. ასეთნაირად დაჭრილი პამიდორი ჩავყაროთ მდუღარე წყალში, გავაჩეროთ 5 წუთი, გადავიღოთ საწურზე, რომ კარგად დაიწუროს.

ნიორი, ნიახური, ოხრახუში, რეჰანი კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ, გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში (შეიძლება წვრილად დაიჭრას).

ხახვი კარგად მოვშუშოთ ზეთში, 10 წუთის შემდეგ დავაყაროთ პამიდორი და ნელ ცეცხლზე ვშუშოთ.
ძმარი წამოვადუღოთ, ჩავყაროთ შიგ მარილი, წიწაკა, ხმელი ქინძი, ზაფრანა, უცხო სუნელი. ეს ყველაფერი დავასხათ მოშუშულ ხახვიან პამიდორს, დავამატოთ გატარებული (ან დაჭრილი) ნიორი და მწვანილი, კარგად ავურიოთ, ვნახოთ მარილი საკმარისია თუ არა; ჩავტენოთ მინის ქილებში, გავუკეთოთ სტერილიზაცია 10 წუთი (წყლის ადუღებიდან), მოვხუფოთ თუნუქის სახურავებით და შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილას.

კატეგორია: პროდუქტების გადამუშავება ზამთრის მარაგის შესაქმნელად | დაამატა: kopala | :
ნანახია: 793 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 2.0/1
  >>>>designed by kopala<<<<