მთავარი » ფაილები » პროდუქტების გადამუშავება ზამთრის მარაგის შესაქმნელად

კიტრის მწნილი
2011-12-17, 2:05 AM

მასალად საჭიროა:
3 ლიტრიანი მინის ქილისთვის:
პატარა, ქორფა კიტრები თავისთავად 1-2 ფოთოლი დაფნა,
1პატარა მწარე წიწაკა 3-5 ღერი ტარხუნა (ზომის მიხედვით)
1დიდი ფოთოლი პირშუშხა
1 ს.კ მარილი 1 ჭვინის ჭიქა ძმარი (ძველებური თლილი ჭიქა)
აყვავებული კამის რამდენიმე ტოტი 7-8 კბილი ნიორი


მომზადების წესი:
ქილის ძირში ჩაალაგეთ კამის ტოტები, პირშუშხა და ნიორი მჭიდროდ , ვერტიკალურად ჩაალაგეთ კიტრები. ჩააყოლეთ დაფნა და წვერჩასერილი წიწაკა თავზე დაადეთ ტარხუნის ღეროები, დააყარეთ მარილი, დაასხით ძმარი, შეავსეთ წყლით და გაუკეთეთ სტერილიზაცია. მოხუფეთ. პ.ს. ძმარი უნდა იყოს აუცილებლად კარგი ხარისხიას, შინაური, შაშუალო სიძლიერის. ნუ გამოიყენებთ ძმრის ესენციას.

დამატებითი ინფორმაცია:
1 ლიტრიანი ქილისთვის ძმარი დაგჭირდებათ 1 არყის ჭიქა, მარილი კი დესერტის კოვზის წვერით. 2 ლიტრიანისთვის ძმარი ნაკლული ღვინის ჭიქა (დაახლ. 2/3) და დესერტის კოვზით მარილი სხვა არომატულ მცენარეებსაც შეამცირებთ რა თქმა უნდა.

კატეგორია: პროდუქტების გადამუშავება ზამთრის მარაგის შესაქმნელად | დაამატა: kopala
ნანახია: 2112 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 2.0/1