მთავარი » ფაილები » ფქვილის ნაწარმი

"ვარენიკები" კომბოსტოთი
2011-12-24, 4:37 PM
მასალად საჭიროა:
ფქვილი  - 350 გრ
ხახვი  - 2 თავი
ზეთი  - 50 მლ
ზეითუნის ზეთი  - 30 მლ
მარილი  - გემოვნებით
სტაფილო  - 150 გრ
კომბოსტო  - 500 გრ

მომზადების წესი:
უგემრიელესი სამარხვო კერძი.
ფქვილში დავამატოთ მარილი 150 გრ თბილი წყალი და მოვზილოთ.
 
ცომი უნდა გამოვიდეს რბილი და არ უნდა ეწებებოდეს ხელებზე.
გავაჩეროთ ცომი 40 წუთი.
 
სტაფილო და ხახვი გავხეხოთ წვრილ სახეხზე
 
და მოვსუშოტ ზეთში.
კომბოსტო წვრილად დავჭრათდა მოვშუშოთ.
ბოსტნეული ერთმანეთში ავურიოთ, დავამატოთ მარილი.
 
ცომი გავაბრტყელოთ, სისქე უნდა იყოს 2-3 მმ.
 
გაბრტყელებულ ცომის რგოლებში ჩავდოთ გულსართი და შევკრათ.
 
 
 
ჩავყაროთ "ვარენიკები" მდუღარე, მარილიან წყალში და ვხარშოთ 5-7 წუთი.
 
მირთმევის წინ მოვასხათ ზეითუნის ზეთი გემოვნებით.
კატეგორია: ფქვილის ნაწარმი | დაამატა: kopala | ტეგები: ვარენიკები კომბოსტოთი, varenikebi kombostoti
ნანახია: 1527 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0