მთავარი » ფაილები » ფქვილის ნაწარმი

კალცონე (დახურული პიცა)
2010-12-29, 1:32 PM
მასალად საჭიროა:
1/2 ბრიკეტი საფუარი (20გრ)
450გრ ფქვილი
6 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი
200გრ ხაჭოსებრი ნაზი ყველი
2 კვერცხი
2 ჩ.კ. თავშავა
50გრ გახეხილი შებოლილი სულგუნი
პილპილი
100გრ მწვანე უკურკო ზეთისხილი
100გრ მრგვალად დაჭრილი სალიამი
პერგამენტი

მომზადების წესი:
საფუარი დააქუცმაცეთ და 200მლ ნელთბილ წყალში გახსენით. დაუმატეთ ფქვილი, 1/4 ჩ.კ. მარილი და ზეითუნის ზეთი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას 30წთ.
შეურიეთ ერთმანეთს ხაჭოსებრი ყველი, კვერცხი, თავშავა, სულგუნი, მარილი და პილპილი. ზეთისხილები ოთხათ გაჭერით, სალიამი დაჭერით ზოლებად.
გააცხელეთ ღუმელი 220–გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი.
საფუვრიანი ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე გაყავით. ცომის თითოეული ნაჭერი მრგვალად გააბრტყელეთ და წაუსვით დარჩენილი ზეითუნის ზეთი.
ყველიანი მასა გაანაწილეთ თითოეული ცომის ნახევარზე, ზემოდან მოაწყვეთ სალიამი და ზეთისხილი. გადმოაფარეთ ცომის ცარიელი ნახევარი და კიდეები თითის დაწოლით კარგად შეაერთეთ.
დადეთ კალცონე საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 20წთ. გამოიღეთ და ჯერ კიდე თბილი მიიტანეთ სუფრასთან.





კატეგორია: ფქვილის ნაწარმი | დაამატა: kopala
ნანახია: 1543 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1